ბოლინსში ოქრიაშვილის შტაბი დაარბიეს, წაღებულია ტექნიკა – ენმ
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბოლნისში მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს და ოფისში არსებული ტექნიკა მოიპარეს. საუბარია საოფისე ტექნიკაზე, მათ შორის კომპიუტერებზე.

როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა, მისულია პოლიცია, რომელიც ადგილზე მუშაობს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო © სალომე სიგუა/ენმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები