რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა [video]
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ლეონიძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე კაცს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, კაცი გზაზე გადარბოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. მისივე თქმით, მანქანა მაღალი სიჩქარით არ გადაადგილდებოდა.

დაშავებული ქვეითი მრავლობითი მოტეხილობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყავანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


წყარო: ინფო რუსთავი
Print