404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დავაკავეთ პირი, რომელიც ე.წ. ბიოს სახლში ამზადებდა და ასაღებდა — შსს
ორი პირი ე.წ. ბიოს დამზადება-რეალიზაციისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმა პირმა ე.წ. ბიო სახლში დაამზადა, სარეალიზაციოდ დააფასოვა და კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც პოლიციამ ადგილზე დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მეორე პირი წინასწარი შეთანხმებით, ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით ერთ-ერთ ლოკაციაზე მივიდა და იქ დადებული ნარკოტიკული საშუალების ძებნა დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია