რუსთავში ქმარმა ცოლს დანით დაზიანება მიაყენა
რუსთავში ქმარმა ცოლს დანით დაზიანება მიაყენა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ინციდენტი ძველ რუსთავში მოხდა.

35 წლამდე მამაკაცი, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.


წყარო: ინფო რუსთავი


Print