ასპინძაში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. გავრცელებული
ინფორმაციით, მცირეწლოვანი მანქანის ქვეშ შეძვრა,
რის შესახებაც მძღოლმა და იქ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების
წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.