თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 18 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით 18 წლის კაცი დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი ნების საწინააღმდეგოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს.

ეს დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები