ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ, სავარაუდოდ ჰყავთ მძევლებიც
ამ წუთებში ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან, რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ზუგდიდის მერმა ტვ „პირველთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში მძევლებიც ჰყავთა აყვანილი.

ტვ „პირველის“ თანახმადვე, ბანკის შენობაში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა. შენობაში ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„მივდიოდი პენსიის ასაღებად, უცბად ატყდა სროლა“, – ამბობს ტელევიზიასთან საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე. „რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე“, – ამბობს კიდევ ერთი.

კადრებში ჩანს, როგორც ჩამოჰყავთ მოქალაქეები პოლიციელებს სახანძრო კიბით.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის მისაღებად.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუსტად 15:00 საათზე განაცხადა: „ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები