ამ წუთებში ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან, რუსთაველის ქუჩაზე,
საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ზუგდიდის მერმა ტვ
„პირველთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში მძევლებიც ჰყავთა
აყვანილი.
ტვ „პირველის“ თანახმადვე, ბანკის შენობაში 2 შეიარაღებული პირი
შეიჭრა. შენობაში ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები
იმყოფებოდნენ.
„მივდიოდი პენსიის ასაღებად, უცბად ატყდა სროლა“, – ამბობს
ტელევიზიასთან საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე. „რამდენიმე გასროლის ხმა
გავიგე“, – ამბობს კიდევ ერთი.
კადრებში ჩანს, როგორც ჩამოჰყავთ მოქალაქეები პოლიციელებს სახანძრო
კიბით.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის მისაღებად.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუსტად 15:00 საათზე განაცხადა:
„ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი
დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში“.