გლდანში პირი მანქანაში მოკლეს
გლდანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე პირი მანქანაში მოკლეს.

როგორც პოლიტიკოსი, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია წერს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მისი ინფორმაციით, პირს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.

ტელეკომპანია „პირველთან“ ადგილზე მომუშავე სამართალდამცავები ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. კითხვაზე, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

“ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო…”, – წერს მელია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები