404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
როგორ უნდა მისცე ხმა თუ თვითიზოლაციაში ხარ
მოქალაქეებმა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, თვითიზოლაციაში იქნებიან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტში ზეპირი განცხადება უნდა დაარეგისტრირონ.

თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 24-დან 26 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ ნომერზე +995 32 251-00-51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისათვის უზრუნველსაყოფად გადასატანი ყუთი მოემსახურება.

„ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღეის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით.

სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.“
- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში

სპეციალური ჯგუფის წევრები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილნი იქნებიან ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

ცესკოს ცნობით, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია