შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების
შედეგად,
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ.
დააკავეს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს,
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას
ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი
გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით
ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა
117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.