შს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის
მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოავლინა,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 96
ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 328 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება
კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
წყარო: tv4.ge