თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი
შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე
დაიღუპა.
შემთხვევა ,,კომენდანტის საათის" დროს მოხდა.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: report.ge