ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ იყალთოში - გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი
ავარია თელავის სოფელ იყალთოში - კომენდანტის საათის დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის კაცი ემსხვერპლა.

მძღოლმა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით, დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: mtavari.tv
Print