ტრაილერი გზიდან გადავარდა [photo]
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის მაგისტრალზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ხის მასალით დატვირთული ტრაილერის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.




წყარო: ინფო რუსთავი
Print