ახლად დაფუძნებულ ცენტრში გარაჩოფელი აშუღ მუსას ხსენების ღონისძიება ჩატარდა

28 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელ გარაჩოფში გარაჩოფელი აშუღ მუსას ხსენების დღე აღნიშნეს.

ღონისძიება ახლად გახსნილი „გარაჩოფის სათემი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაცია ცენტრის ფბ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის მიხედვით, ხსენების ღონისძიებაზე ხაგანი გაიბლი, აშუღ ნარგილა მეჰდიევა, სეადეთ ბუთა, ალახვერდი თექლელი, მაჰმუდ ქემალოღლუ, აშუღ ზიადინ ქეშალო, პოეტი რაფიგ გუმბათი და სოფლის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიების სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია და ცენტრის თანამშრომლებსა და დამფუძნებლებს მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ „გარაჩოფის სათემო ცენტრი“, ფინანსური დახმარების გარეშე, მოხალისე ახალგაზრდების მიერაა შექმნილი. „გარაჩოფის სათემო ცენტრის“ შექმნის მიზეზი თემში განათლებისადმი ინტერესის გაზრდა, ინტეგრაციის გაძლიერება და თემის ხმის ფართო წრეებამდე მიწოდებაა.

რადიო „მარნეული“

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია