ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთის, სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ, ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები