საბავშვო ბაღები მინიმუმ 4 ოქტომბრამდე მუშაობას არ დაიწყებენ
საბავშვო ბაღები მინიმუმ 4 ოქტომბრამდე მუშაობას არ დაიწყებენ. ეს ეხება, როგორც კერძო ისე საჯარო ბაღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც 4 ოქტომბრამდე სწავლა არ ის იწყება, არის დელტა შტამი, რომელმაც მისი თქმით, მიზანი ამოიღო ახალგაზრდები და ბავშვები.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში სწავლა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებში მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.


წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია