ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა „კატო მიქელაძის“ ჯილდოს კანდიდატია

ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტვისიტი და უფლებადამცველი თოზუ გულმამედოვა 2021 წლის „კატო მიქელაძის“ ჯილდოს კანდიდატია.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გულმამედოვამ განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების უფლებებისათვის ბრძოლა რთულია. სოწორედ ამიტომ, ამ სფეროში მომუშავეების დასახმარებლად, მათი მოტივაციისს გასაზრდელად, წლის ყევალზე აქტიური ქალის შერჩევის მიზნით ყოველწლიურად ცხადდება კატო მიქელაძის ჯილდოსთვის კანდიდატაების მიღება.

„წლის ყველაზე კარგ აქტივისტს ირჩევენ. ჩვენ ჟიურის ვერ ვხედავთ, არ ვიცნობთ. ვინ ირჩევს ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. 29 ნოემბერს გამარჯვებული გამოცხადდება. ამ სფეროში მომუშავეები სულ სტრესის ქვეშ იმყოფებიან. უმეტესად ამ შრომას არავინ აფასებს. ეს შრომა დიდად არ ჩანს შორიდან. არავინ არ გიხდის მადლობას. პირიქით, უმეტესად აგრესიით ეკიდებიან ასეთ ადამიანებს. კანდიდატურის მიზანი ამ სფეროში მომუშავეების ცნობადოა, უფრო მეტად წახალისდება. დაახლოებით 25 რიცხვში მეცოდინება რამდენი კანდიტატია. 29 ნოემბერს კი ღონისძიება ჩატარდება და ყველა კანდიდატი 10-15 წუთით სიტყვით გამოვლენ. ამის მერე გამარჯვებული გაოვლინდება“.

აღსანიშნავია რომ კატო მიქელაძე - ევროპაში განათლების მიღების მერე საქართველოში დაბრუნებული და ქალთა უფლებებისთის ბრძოლაში აქტიურად ჩართული ფემინისტი ქალი, პუბლისისტი და ასევე პოეტი იყო.

2013 წლიდან, არსებობს კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც დააწესა "ქალთა ფონდმა საქართველოში", რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები