სარწყავ არხში კაცის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის სარწყავ არხში 65 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ასევე ნაპოვნია ავტომობილი.

ერთ-ერთი ვერსიით შუახნის კაცი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.

კაცი წლების განმავლობაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები