ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ოზურგეთის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაზაიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ, 10 იანვარს, დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის მოადგილედ დეკემბერში დაინიშნა, მანამდე ის გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები