გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში, გადამოწმების მიზნით
შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 190 მ3 პირველადი
გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 2 მ3 ძელაკი, 3 მ3 ნაგვერდული, 20
მ3 საშეშე მერქანი და 12 ერთეული მრგვალი მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით,
შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.