დმანუსელმა ახალგაზრდებმა სათემო ცენტრი დააფუძნეს

დმანისელმა აზალგაზრდებმა, რუსლან ომაროვმა და ბინეთ ისკენდეროვმა სათემო ცენტრი შექმნეს.



ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის რუსლან ომაროვის თქმით, მათ მიერ დაარსებული სათემო ცენტრი დმანისში პირველია და ახალგაზრდებისა და მოსწავლეებისათვის დამატებითი აქტივობების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტში სხვა სივრცე არაა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სათემო ცენტრი გავხსნათ. ადრე ორბელიანის პროექტი მქონდა მოგებული, ბიბლიოთეკის პროექტი იყო. მერე გადავწყვიდეთ სათემო ცენტრი გაგვეხნს, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ცალ-ცალკე რომ გავხსნათ უფრო რთული იქნებოდა მუშაობა. ამიტომ გავაერთიანეთ. სამირა ბაირამოვასგანაც მივიღეთ რჩევა. ნანაც გვირჩია, რომ ცენტრი გაგვეხსნა. პირველი პროქტიც სამირა ბაირამოვას დახმარებით, ორგანიზებით, ჩავატარეთ. სხვა სამოქალაქო აქტივისტებისაგანაც მივიღეთ რჩევები. დმანისში ახალგაზრდებში დიდი პასიუიობაა. პატარა საქმის გაკეთების შიშიც კი აქვთ და ცენტრის გახსნა სწორედ ამიტომ საჭირი იყო"

ომაროვის განცხადებით ამ ეტაპზე მათი ძირითადი მიზანი ახალგაზრდების ინფორმირებაა.

ცენტრის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბინეთ ისკანდაროვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ ცენტრი აქტიური ახალგაზრდების განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს.

„ასეთი ცენტრის გახსნა საჭირო იყო. დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ახალგაზრდები მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ბიუჯეტის პროგრამაში უფრო აქტიურად შეძლებენ ჩართვას. ახლა დმანისში მსგავსი აქტივობები არ ხდება. დმანისში ენის ბარიერის პრობლემაც არის. ვფიქრობ, რომ ცენტრის მეშვეობთ ამ პრობლემებს ნელ-ნელა მოვაგვარებთ“

აღსანიშნავია, რომ სათემო ცენტრი დმანისში მომქედი ერთადერთი ცენტრია. ცენტრის მთავარი მიზანი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი სივრცის შექმნაა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია