თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ თურქეთის დედაქალაქ
ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დანიშნა.
ავიაკომპანიის ვებსაიტზე უკვე შესაძლებელია ბილეთების შეძენა 2
ნოემბრიდან, რომლის ფასიც ერთ მიმართულებით 39.99 აშშ დოლარიდან
იწყება და აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.
ყველაზე
იაფად შესაძლებელია ისეთი ბილეთის ყიდვა, რომელიც გულისხმობს
თვითმფრინავში ხელბარგის სახით ერთი ზურგჩანთის ატანას.
თუ მოგზაურს დამატებითი ბარგისა და სხვა სერვისერბით სარგებლობა სურს,
მუწევს შესაბამისი თანხის დამატება.
წყარო:
ნეტგაზეთი