რუსთავში მამაკაცმა ქალს სცემა
რუსთავში მამაკაცმა ქალს სცემა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ, 35 წლამდე ქალსა და მის მეგობარს, 45 წლამდე მამაკაცს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მამაკაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მას შემდეგ რაც ფაქტი სამართალდამცევებისთვის ცნობილი გახდა, პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: რუსთავი სსკ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები