საქართველოდან თაფლის ექსპორტი გაიზარდა. წელს საექსპორტო ბაზრებზე
საქართველოდან 705 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა,
62%-ით მეტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია, რომელზეც ექსპორტის 45%
მოდის. ამასთან, საქართველოდან ნატურალური თაფლი საფრანგეთში უფრო
მაღალ ფასად რეალიზდა, ვიდრე ბულგარეთში, რომელიც რეიტინგში მეორე
ადგილზეა. სულ უცხოეთში 165.4 ტონა თაფლია ექსპორტირებული.
ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრები / 2022 წლის 9 თვე
1. საფრანგეთი - 319.2 ათასი დოლარი
2. ბულგარეთი - 255.95 ათასი დოლარი
3. ისრაელი - 61.6 ათასი დოლარი
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18.4 ათასი დოლარი
5. იაპონია - 16.3 ათასი დოლარი
6. საუდის არაბეთი - 14.9 ათასი დოლარი
7. გერმანია - 5.6 ათასი დოლარი
8. სომხეთი - 3.9 ათასი დოლარი
9. ავსტრია - 3.3 ათასი დოლარი
10. კანადა - 2.3 ათასი დოლარი
საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2020 წლიდან გაიზარდა. თუ 2019 წელს
უცხოეთში 69.5 ათასი დოლარის თაფლი იყო გატანილი, 2020 წელს 1.7-ჯერ
გაიზარდა.
თაფლის ექსპორტი წლების მიხედვით:
1. 2019 წელი - 69.5 ათასი დოლარი
2. 2020 წელი - 122.5 ათასი დოლარი
3. 2021 წელი - 657.3 ათასი დოლარი
4. 2022 წლის 9 თვე - 705.05 ათასი დოლარი