რუსთავში ავტომობილი აფეთქდა [video]
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია.

ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მას უტარდება გამოკვლევები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები