თბილისის შემოვლით გზაზე, ნორიოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი
ტრაილერი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ამობრუნდა.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟები.
ავარიის გამო ავტომობილთა გადაადგილება შეფერხებულია და წარმოქმნილია
საცობი.