ლენტეხის მერის კაბინეტს წუხელ ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის სამუშაო კაბინეტს, პირველ ნოემბერს, ღამით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

ინცინდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ქართული ოცნების“ წევრი, გია ონიანი, ლენტეხის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო თანამდებობაზე პირველადაა, მანამდე გია ონიანი სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები