თურქეთში ავტობუსისა და ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აღრის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსისა და ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე 7 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. 7 მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, 18 დაშავდა, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია“, - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები