ჟურნალისტური ქარტიის ცხრა წევრიან საბჭოში რადიო "მარნეულის ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძეც აირჩა
24 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრება გაიმართა.

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:

თბილისის კვოტით - თათია ხალიანი (პუბლიკა)

რეგიონების კვოტით - ვლადიმერ ჩხიტუნიძე (რადიო მარნეული), საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი) 

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს.  საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე აირჩიეს. 

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ხატია ღოღობერიძე
მაია წიკლაური
მანანა ქველიაშვილი
ირმა ზოიძე
გულო კოხოძე
სოფო ჟღენტი
თათია ხალიანი
საბა წიწიკაშვილი
ვლადიმერ ჩხიტუნიძე
საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2022 წლის გამარჯვებულებიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები