ჯანდარაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
1 იანვარს საღამოს, 21:30 საათზე მარნეულის სოფელ ჯანდარაში ხანძარი მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მარნეულისა და კოდას განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი შეშის ღუმელია .

რადიო "მარნეული"
Print