გლობალური მშვიდობის ინდექსით საქართველო 163 ქვეყანას შორის 95-ე ადგილზეა
გლობალური მშვიდობის ინდექსით საქართველო 2022 წელს 163 ქვეყანას შორის 95-ე ადგილზეა. გლობალური მშვიდობის ინდექსს ავსტრალიური ორგანიზაცია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ ყოველწლიურად აქვეყნებს.

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული გლობალური მშვიდობის ინდექსი არის გლობალური მშვიდობის წამყვანი საზომი მსოფლიოში. ეს ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს მშვიდობის ტენდენციების, მისი ეკონომიკური ღირებულების და მშვიდობიანი საზოგადოების განვითარების შესახებ. გლობალური მშვიდობის ინდექსი მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 99.7%-ს და გამოითვლება 23 ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორის გამოყენებით და ზომავს მშვიდობის მდგომარეობას სამი ნიშნულით“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განაცხადში

ორგანიზაცია გლობალური მშვიდობის ინდექსს ითვლის სოციალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მიმდინარე საშინაო და საგარეო კონფლიქტების და მილიტარიზაციის ხარისხის მიხედვით.

გლობალური მშვიდობის ინდექსში არის შესული საქართველოს მეზობელი სახელმწფოებიც:

სომხეთი - 83-ე ადგილი
აზერბაიჯანი - 128-ე ადგილი
თურქეთი - 145-ე ადგილი
რუსეთი - 160-ე ადგილი

2022 წელს გლობალური მშვიდობის ინდექსით პირველ ადგილას გავიდა ისლანდია, რომელსაც მოსდევს ახალი ზელანდია და ირლანდია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსით 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილას იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები