სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ქალაქის მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა. შემთხვევა საღამოს ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, „ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

მანქანაში სიღნაღის მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამი ქალიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. შედარებით მძიმეა ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ – წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში, ხოლო შემდეგ კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

მეორე დაშავებულს მკურნალობა წნორის საავადმყოფოში უტარდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები