ავარია რუსთავის გასასვლელში, ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა
ავარია რუსთავის გასასვლელში, ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რუსთავიდან გაჩიანის ხიდამდე გზის გარკვეული ნაწილი გაყინულია და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. დილით 5 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, მათ შორის 1 სამგზავრო მიკროავტობუსია, 1 ავტომობილი კი გზიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.

"საშინელი სიტუაციაა, გზა გაყინულია და ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მოცურების დროს კი ერთმანეთს ეჯახებიან", განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთერთმა მგზავრმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები