სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის
ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე
ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ საქართველოს
მოქალაქეების, ც.პ.-ს და ც.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,
საერთო ჯამში, 76 430,25 ლარის ღირებულების, დაახლოებით 1 კილოგრამი
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.