9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა,
გარდაიცვალა.
მძიმეა ამ ბავშვის ძმის, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელთან
ერთადაც იყო ის ბატუტზე. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.
ძმები წუხელ დაშავდნენ - ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა
ქარმა გაიტაცა. შემთხვევა გვიან, 23:00 საათის შემდეგ მოხდა.
ბავშვების დედა უკრაინელია, მამა - ქართველი.
ატრაქციონის მოიჯარეებს ბათუმის ბულვართან აქვთ ხელშეკრულება
გაფორმებული. როგორც ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში აცხადებენ,
ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს - განცხადება მოგვიანებით
გაკეთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც
უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.