გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი
გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქ მანქანას, რომელშიც ერთის ოჯახის წევრები, მათ შორის ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა.

ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მიღებული დაზიანებებით კი 7 წლის ბავშვი და მეუღლე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print