სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
22:39 / 20.03.2023
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად 90 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
წყარო:
ინტერპრესნიუსი