სექსის იძულება ინტიმური კადრების გავრცელების მუქარით — დააკავეს რამდენიმე პირი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნეს.

ჯამში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით 4 პირია დაკავებული, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე — ერთი პირი ამხილეს.

უწყების თანახმად, ერთ-ერთ შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ ყვარელში მცხოვრები 27 წლის პირი 2022-2023 წლებში, სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა.

“გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება”,
— აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური და იქვე დასძენს, რომ ბრალდებული 14 მარტს დააკავეს.

დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კიდევ ერთ საქმეზე დადგინდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 21 წლის პირმა დაზარალებულთან რამდენჯერმე, იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი. ის სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გახმაურებით ემუქრებოდა.

ბრალდებული მიმდინარე წლის 23 იანვარს დააკავეს. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი, 49 წლის მოქალაქე პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ამხილა. გამოძიების მიხედვით, მან 2020 წლის სექტემბერში, “სხვა პირისადმი მესაკუთრეობითი დამოკიდებულების მოტივით”, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და ფოტოასლები (ე.წ. სქრინშოთები) გადაიღო.

“მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, აწ უკვე მხილებული პირი თავის მობილურ ტელეფონში მასალებს უკანონოდ ინახავდა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს კიდევ ორი პირი — გარდაბანსა და წყალტუბოში
მცხოვრები 23 და 38 წლის მოქალაქეები, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დააკავა.

ორივე მათგანს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავებიან. მათ 40დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები