ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს - მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
თბილისში, ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები