თბილისში, ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს
მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს,
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.