შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს,
თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო
ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე
დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.