ყიზილაჯილოში მაღაზიიდან ფული და სიგარეტი მოიპარეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 12 აპრილს, გამთენიისას სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სიგარეტი და ფული.

შემთხვევის ადგილზე მყოფი სასურსათო მაღაზიის მფლობელი ალიმ იმანოვი რადიო მარნეულთან საუბარში ამბობს, რომ ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

ქურდობა დაახლოებით დილის 4-5 საათებში მოხდა. სიგარეტი და ფულია წაღებული. დაახლოებით 3 000 ლარი. ჯერ დაზუსტებულად მიჭირს თქმა ზუსტად რა თანხაზეა და სიგარეტის რაოდენობაზეა საუბარი. პოლიცია ჯერ არ გვიშვებს მაღაზიაში“- ამბობს მაღაზიის მეპატრონე ალიმ იმანოვი

ქურდებმა მაღაზიის მინებიანი კარის ნაწილი ქვებით დაამტვრიეს და ასე შეაღწიეს შენობაში. გრძელ საწვიმარეებში გამოწყობილი ორი პირი რიგ-რიგობით ამტვრევდნენ მინას, რის შემდეგ მაღაზიაში შედიან და მოლარეს მაგიდის მიმართულებით მიდიან.

მაღაზიის მფლობელის თქმით მაღაზიის არსებობის ექვსი წლის მანძილზე ეს მაღაზიის გაქურდვის მესამე შემთხვევაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.



{{AUDIO}}


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები