სოფელ კირიხლოში კაცის ცხედარი იპოვეს - დაკავებულია ორი პირი
სოფელ კირიხლოში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ტაქსის მძღოლი იყო და დამნაშავეებმა მისი მკვლელობის შემდეგ ცხედარი სოფელ კირიხლოში დამარხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "მარნეულს" განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.

რადიო "მარნეულის" ინფოფმაციით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები