ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი
მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი
ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.