პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს
პოლონელმა სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სლოვაკეთიდან ხუთი სირიელი არასრულწლოვანი მიგრანტის არალეგალურ გადაყვანას ედავებიან.

გამოცემა „ზბლისკას“ ინფორმაციით, მის „ოპელის“ მარკის ავტომობილში ხუთი არასრულწლოვანი სირიელი მიგრანტი იყო. იგი ყურადღებას არ აქცევდა სამართალდამცავების ბრძანებას მანქანის შეჩერების შესახებ, თუმცა დევნის რაღაც მომენტში დაკარგა მართვა და მესაზღვრეების მანქანას დაეჯახა.

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ გაქცევა სცადა, თუმცა იგი დააკავეს. გამოძიება მას არალეგალური მიგრაციის ორგანიზებას ედავება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები