ვერაზე, გვიან ღამით გასროლა მოხდა
ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით გასროლა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გასროლისას არავინ დაშავებულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები