მარნეულში 15 წლის გოგო სავარაუდოდ გაიტაცეს - გამტაცებელი არ დაუკავებიათ
16 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოდან 15 წლის გოგო, სავარაუდოდ, გაიტაცეს. რადიო „მარნეულს“ რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გოგო სრულწლოვანმა ბიჭმა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა.

წყაროს ინფორმაციით, გამტაცებელი სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. მათივე თქმით სრულწლოვანმა ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო სოფელ ბაითალოდან მოიტაცა. გატაცებულ გოგოს სამართალდამცველებმა სოფელ კასუმლოში მიაგნეს.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, გოგო მის ოჯახში გუშინვე, 16 ივლისს, ღამის საათებში
დააბრუნეს, ხოლო გამტაცებელი ამ დრომდე თავისუფალია. წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ გატაცებულისა და გამტაცებლის ოჯახებს შორის გარიგება შედგა.

რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები