მარნეულში 15 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. რადიო „მარნეულს“ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

15 წლის გოგო მარნეულის სოფელ ბაითალოდან 16 ივლისს გაიტაცეს. რადიო „მარნეულმა“ 17 ივლისს მოამზადა მასალა, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ გოგო სრულწლოვანმა ბიჭმა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა.

სამართალდამცველებმა გოგოს 16 ივლისს,
საღამოს საათებში, სოფელ კასუმლოში მიაგნეს და ის ოჯახში დააბრუნეს. რადიო „მარნეულს“ რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ გუშინ მიაწოდა ინფომაცია, რომ გამტაცებელი ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული, დღეს კი გვითხრეს, რომ ბიჭი დააკავეს.

რადიო „მარნეული“ მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 ივლისიდან ცდილობდა, დღეს, 18 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ფაქტი დაადასტურა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები